ლიმფოციტები – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ლიმფოციტები – ლიმფოციტები – (lymphocyti) სისხლის აგრანულოციტების  –  უმარცვლო ლეიკოციტების სახესხვაობა, მთელი ლეიკოციტების 20  –  35 %, შეიცავს მომრგვალო ფორმის ბირთვსა და ციტოპლაზმის ვიწრო ქობას. მონაწილეობს ორგანიზმის დამცველობით რეაქციებში, ახორციელებს უჯრედულ და და ჰუმორულ იმუნიტეტს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)  – არამარცვლოვანი ლეიკოციტების ერთ – ერთი ფორმა. მონაწილეობენ ანტისხეულების სინთეზში, აწვდიან საკვებ ნივთიერებებს სხვა უჯრედებს – მონოციტებს, მაკროფაგებს, ფიბრობლასტებს და სხვ.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook