Tag Archives: მონოციტებს %

ლიმფოციტები – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოციტები – ლიმფოციტები – (lymphocyti) სისხლის აგრანულოციტების  –  უმარცვლო ლეიკოციტების სახესხვაობა, მთელი ლეიკოციტების 20  –  35 %, შეიცავს მომრგვალო ფორმის ბირთვსა და ციტოპლაზმის ვიწრო ქობას. მონაწილეობს ორგანიზმის დამცველობით რეაქციებში, ახორციელებს უჯრედულ და და ჰუმორულ იმუნიტეტს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 

Read More

ლევკოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტები – ლეიკოციტები (ლევკო… და ბერძნ. kytos – სათავსი, აქ – უჯრედი). ადამიანისა და ცხოველების სისხლის უფერო (”თეთრი”) უჯრედები. ლევკოციტების სახელით გაერთიანებულია სტრუქტურულად და ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავებული ბირთვიანი უჯრედები, რომლეიც არ შეიცავენ სასუნთქავ პიგმენტს (ჰემოგლობინს ან ჰემოციანინს) და თავის ფუნქციებს სისხლგამტარი ძარღვების გარეთ (ქსოვილებში) ასრულებენ (შდრ. ერითროციტები).

Read More