მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მგლის ხახა – 1. იხმარება ბრჭყალებში ”მგლის ხახა” (palatum schisum – გახლეჩილი სასა, სასის ნაპრალი) სასის განვითარების მანკი. იგი ხშირად კომბინირებულია გახლეჩილ ტუჩთან ე.წ.„კურდღლის ტუჩთან“ (schistochilia – გახლეჩილი ტუჩი) – ზედა ტუჩის შეუხორცებლობასთან (განვითარების მანკი). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. მგლის ხახა – მაგარის სასის ნაპრალი, აღინიშნება როგორც იზოლირებულად, ასევე კურდღლის ტუჩთან კომბინაციაში. მაგარის სასის ნაპრალები, რომლებიც ვრცელდებიან მთელ სისქეზე, ქმნიან კავშირს პირის და ცხვირის ღრუებს შორის. რიგ შემთხვევებში ნაპრალები არ იჭრებიან ცხვირის ღრუში და ასეთ შემთხვევებში მათ გააჩნიათ მაგარის სასის ლორწოვან გარსში, ჩაღრმავებული ღრუების სახე. მგლის ხახით დაავადებულ ბავშვებს არ შეუძლიათ წოვა, საკვები ხვდება ცხვირის ღრუში, აღენიშნებათ სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი ცვლილებები, აქვთ გაურკვეველი და დუდღუნა საუბარი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Comments are closed.

nostalgia

vaka