კვაშიორკორის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კვაშიორკორის სინდრომი – ნიშნავს ”ოქროსფერ ბიჭს” ანუ ”წითელ ბიჭს”. პირველად აღწერილია აფრიკის კონტინენტზე, ოქროს ნაპირზე (ამჟამად განა). გამოწვეულია სრული უცილო დიეტით, რასაც მივყავართ ეგზოგენურ მკვეთრ ჰიპოპროტეინემიამდე (ჰიპოალბუმინემია, ჰიპოგლობულინემია). დამახასიათებელია კანისა და თმის პიგმენტაციის შეცვლა, მიკროციტული ჰიპოქრომული ანემია. სისხლში დაქვეითებულია შრატის რკინა, სპილენძი. აღინიშნება შეშუპება, ჰეპატოსპლენომეგალია, მეტეორიზმი, პროგნოზი კარგია. [“3”]  – ნივთიერებათა ცვლის დაავადება ბავშვებში, – შედეგი ხანგრძლივი შიმშილისა. ვლინდება ზრდაში და წონაში ჩამორჩენით, შეშუპებებით, ანორექსიით, ფაღარათით, კანის ცვლილებებით და სხვ.(2)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა