კროსტ – ჯანოტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კროსტ – ჯანოტის დაავადება – (A. Crosti, იტალ. დერმატოლოგი; F. Gianotti იტალ. დერმატოლოგი) მწვავედ განვითარებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლაქოვან – კვანძოვანი გამონაყარით კიდურების კანზე, ლიმფადენოპათიითა და ღვიძლის დაზიანებით. ავადდებიან უპირატესად 10 – 15 წლის ასაკის ბავშვები. ხასიათდება სიმეტრიული, წითელი ფერის, ცომისებრი კონსისტენციის, ბრტყელი ან ნახევარსფეროსებრი კვანძებით, დიამეტრით 5 მმ, რომლებიც განლაგებულია პერიფოლიკულარულად, ხშირად ერითემატოზულ ფონზე. გამონაყარს თან ახლავს ლიმფადენოპათია. ავადმყოფთა ნაწილს აღენიშნება უსიყვითლოდ მიმდინარე ჰეპატიტი, სპლენომეგალია, სუბფებრილური ტემპერატურა, ასთენია, ცვლილებები სისხლში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა