კუმბსის შუილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კუმბსის შუილი – პროტოდიასტოლური შუილი, რომელიც პერიოდულად მოისმინება გულის სარქვლის მოსასმენ წერტილზე. წააგავს მიტრალური სტენოზის დროს არსებულ შუილს, მაგრამ ნაკლებად ინტენსიურია. აღმოცენდება მარცხენა წინაგულის გამოხატული დილატაციისას ან მარცხენა ატრიოვენტრიკულური ხვრელის შედარებითი შევიწროების შედეგად. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა