ლმბ – სინდრომი, ანუ ლორენს – მუნ – ბიდლის სინდრომი

ლმბ – სინდრომი, ანუ ლორენს – მუნ – ბიდლის სინდრომი – მემკვიდრეობითი დიენცეფალურ – რეთინული დეგენერაცია, რაც ვლინდება ოლიგოფრენიით, თანდაყოლილი სიმსუქნით, ჰიპოტროფიული გენიტალიებით, მაღალი ტანით. აღინიშნება მხედველობის დაქვეითება ან სიბრმავე, სმენის დაქვეითება ან სიყრუე, პოლი – სინდაქტილია, თავის ქალის ანომალიები. სინონიმები: ლორენს – მუნ – ბიდლ – ბარდეტის სინდრომი, ლორენს – მუნ – როზაბალ – ბიდლის სინდრომი, ბიდლის სინდრომი, ლორენსის სინდრომი II, ჰეტჩინსონის სინდრომი, ბიმონდის სინდრომი, ბარდეს სინდრომი, მუნის სინდრომი, ლორენს – მუნ – ჰეტჩინსონის სინდრომი, ლორენს – მუნ – ბიდლ – კალმან – ბარდეს სინდრომი. [“3”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.