მარტორელ – ფაბრეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მარტორელ – ფაბრეს სინდრომი – პულსის დაკარგვის სინდრომი. ხასიათდება აორტის და მსხვილ სისხლძაღვთაკედლის ანთებით და დისტროფიული ცვლილებებით, სტენოზირებით, შიდა არტერიული თრომბების ჩამოყალიბებით, ორგანოთა იშემიით. ზემო კიდურებზე პულსი არ ისინჯება, ქვემო კიდურებზე კი კარგადაა გამოხატული. ეტიოლოგიურ ფაქტორად ასახელებენ ათაშანგს, არტერიოსკლეროზს, ტუბერკულოზს, რევმატიზმს. არ არის გამორიცხული დაავადების კოლაგენოზური ხასიათი. პროგნოზი სერიოზულია. სინონიმები: ტაკაიასუს სინდრომი, ტაკაიასუს აორტიტი, მაობლიტირებელი ბრაქიოცეფალური არტერიიტი, აორტის ინფერტირებულიკოარკტაცია, მრავლობითი მაობლიტირებელი პანარტერიიტი, აორტის რკალის სინდრომი, ონიშის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა