ნაღვლის მჟავები

ნაღვლის მჟავები – სტეროიდული მონოკარბონმჟავები, ქოლანის მჟავას წარმოებულნი. ნაღვლის მჟავები წარმოიქმნება ადამიანისა და ცხოველების ღვიძლში და ნაღველთან ერთად გამოიყოფა თორმეტგოჯა ნაწლავში. ღვიძლში ნაღვლის მჟავები მეტწილად ქოლესტერინიდან წარმოიშობა. ნაღვლის მჟავები ააქტივებენ ლიპაზებს და განაპირობებენ ცხიმის ემულგირებასა და შეწოვას. ნაწლავებში ნაღვლის მჟავების დიდი ნაწილი უკუშეიწოვება და ღვიძლის კარის ვენის სისტემის გავლით ხვდება ღვიძლში. ნაღვლის მჟავების შემცველობა სისხლში საშუალოდ 0,8 მგ% შეადგენს, ღვიძლის ნაღველში 0,9 – 1,8 მგ%. ნაღვლის ბუშტის ნაღველში  –  5,7  –  10,8 მგ%. ნაღვლის მჟავების რაოდენობის მომატება სისხლში იწვევს მათ გამოყოფას შარდთან ერთად, ხოლო დაქვეითებას მოსდევს ქოლესტერინის გამოლექვა, რის შედეგადაც შესაძლებელია ღვიძლის კენჭების წარმოქმნა. ბ. მანჯგალაძე. [“1”] 2.  ორგანული მჟავები, რომლებიც ღვიძლში წარმოიშობა და გამოიყოფა ნაღველთან ერთად.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook