ნერვული ქსოვილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნერვული ქსოვილი – ქსოვილი, რომელიც ქმნის ნერვულ სისტემას. ნერვული ქსოვილის ძირითადი სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეულია ნეირონი  –  რთულად დიფერენცირებული უჯრედი, რომელიც ახორციელებს მთელ ნერვულ მოქმედებას. ნეირონებთან ერთად ნერვულ ქსოვილს შეადგენენ ნეიროგლიის უჯრედები, რომლებიც უმთავრესად საყრდენ, ტროფიკულ და სხვა ფუნქციას ასრულებენ. ნერვული ქსოვილის ყველა უჯრედი ვითარდება ერთი და იმავე ექტოდერმული უჯრედების დიფერენცირების შედეგად ნეირონების წარმომქმნელ (ნეირობლასტები) და გლიის წარმომქმნელ (გლიობლასტები ანუ სპონგიობლასტები) უჯრედებად. ნერვული ბოჭკოები და ნერვული დაბოლოებები ნერვული ქსოვილის შემადგენელი კომპონენტებია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა