Tag Archives: ფუნქციას

ჰიპოფიზი

ჰიპოფიზი – (hipophysis, glandulapituitaria; სინ.: თავის ტვინის დანამატი)  შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი; მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ, თურქულ კეხზე. წარმოადგენს ენდოკრინული სისტემის რეგულაციის ძირითად რგოლს. შედგება წარმოშობით და ფუნქციურად განსხვავებული 2 წილისაგან. გამოიმუშავებს რიგ პეპტიდურ ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ცხიმოვანი ქსოვილი

ცხიმოვანი ქსოვილი – ცოცხალი ორგანიზმების შემაერთებელი ქსოვილის სახესხვაობა, რომლის შემადგენელი უჯრედები თითქმის მთლიანადაა ამოვსებული ცხიმოვანი წვეთებით; ასრულებს ენერგეტიკული დეპოს ფუნქციას, იცავს ორგანიზმს სითბოს დაკარგვისაგან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი