Tag Archives: გან

ჰისტოლოგიური დეტერმინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოლოგიური დეტერმინაცია – (determinatio histologica სინ.ქსოვილოვანი დეტერმინაცია, ქსოვილთა დეტერმინირება, ქსოვი­ლების სპეციფიკურობა) ფილოგენეზით განპირობებული ქსოვილო­ვანი სტრუქტურების თვისება, შეიცვალოს სხვადასხვა ზემოქმედების გავლენით ზუსტად გარკვეულ ფარგლებში, ამავე დროს, მტკიცედ შეინარჩუნოს ერთიმეორისაგან თვისებრივი განსხვავება. ქსოვილოვანი დეტერმინაციის თეორია ეხება ქსოვილების სპეციფიკურობას, რომლის თანახმადაც, ფილო და ონტოგენეზში მიმდინარეობს ქსოვილთა დეტერ­მინაციის ხარისხის მომატება, რის

Read More

ჰიპოფიზი

ჰიპოფიზი – (hipophysis, glandulapituitaria; სინ.: თავის ტვინის დანამატი)  შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი; მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ, თურქულ კეხზე. წარმოადგენს ენდოკრინული სისტემის რეგულაციის ძირითად რგოლს. შედგება წარმოშობით და ფუნქციურად განსხვავებული 2 წილისაგან. გამოიმუშავებს რიგ პეპტიდურ ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციას გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი