სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოვულაცია – 1. (ovulatio ლათ.ovum – კვერცხი) საკვერცხის გრააფის – ბუშტუკისებრი მწიფე ფოლიკულიდან ოოციტის ამოვარდნა (გამოსვლა) აბდომინურ ღრუში, რის შემდეგ იგი კვერცხსავალში ხვდება. ქალის ორგანიზმში ოვულაცია მიმდინარეობს უკანასკნელი მენსტრუაციის დაწყებიდან მე – 12 – 16 დღეს. ოვულაცია ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე წუთს და შეიცავს ორ პერიოდს: 1. საკვერცხის ზედაპირზე გადაადგი­ლებული ფოლიკულის გასკდომას; 2. ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის ამოგდება – ამოვარდნას და ფოლიკულური სითხის გამოსვლას. ოვულაციის მომენტისათვის გრააფის ბუშტუკის დიამეტრი 10 – 15 მმ – ია. ამ პერიოდში კვერცხუჯრედი გარშემოვლებულია სხივური გვირგვინის 3400 – 4000 უჯრედით, გამჭირვალე ზონით და კვერცხის შემცველი გორაკის მარცვლოვანი შრის უჯრედებით (შესაძლებელია შპრიცით მისი ამოღება). ფაზურ – კონსტრასტულ მიკროსკოპში მკვეთრად ჩანს მარცვლოვანი შრის უჯრედების მილაკოვანი მორჩები – კანიულები. ისინი გამჭირვალე ზონის მთელ სისქეშია (8 – 10 მკმ) და ბოლოვდება მისი შიგნითა ზედაპირის დონეზე. ასეთი კანიულები შესაძლებელია გაერთიანდეს ერთმანეთთან, წარმოქმნას ერთიანი კოლექტორი, რომელიც იხსნება პერივიტელინურ სივრცეში და ციტოპლაზმის და მარცვლოვანი შრის უჯრედების ნივთიერე­ბათა ცვლის პროდუქტებს გადაუშვებს აღნიშნულ სივრცეში. კანიუ­ლები არ იწვევს გამჭირვალე ზონის არავითარ დეფორმაციას, ე.ი.იგი ძლიერ ელასტიკურია, გამძლეა, განსაკუთრებით მტკიცეა ის ზედაპირ­ზე. ეს თვისებები კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ლულაში მიგრაციის, მორულისა და ბლასტოცისტას პერიოდშიც შენარჩუნებულია.  შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში მომწიფებული, განაყოფიერებისათვის მზად მყოფი კვერცხუჯრედის გამოსვლა საკვერცხის ფოლიკულიდან მუცლის ღრუში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 4468 times by 1234 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka