ოვრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოვრენის სინდრომი – ძვლის ტვინის ინფექციურ – ალერგიული აპლასტიკური მდგომარეობა. დაავადება იწყება მწვავედ. ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ღებინება, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ელენთის გადიდება, ანაფილაქტოიდური პურპურა. სისხლში ანემია, სფეროციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, რეტიკულოციტოპენია, ძვლის ტვინში ერითრობლასტების შემცირება სრულ გაქრობამდე, მეგაკარიოციტოზი, მიელობლასტოზი, პრომიელოციტოზი, უპირატესად აღენიშნება ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც უხშირესად ჰქონდათ სხვადასხვა სახის ანემია. პროგნოზი დადებითია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა