ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი – მდგომარეობა, რომელიც დროსაც ქვეითდება  ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე. ვლინდება  ძვლების სიმყიფითა და პათოლოგიური მოტეხილობებისადმი მიდრეკილებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოსტეოპოროზი – ეს არის ძვლოვანი სისტემის  გაზრდილი ,,ფორიანობა“.


ოსტეოპოროზის  დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”
ომეგა-3
ოსტეოპოროზის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები 

ოსტეოპოროზის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები  ქალებისათვის
ვიტამინები ოსტეოპოროზის დროს ქალებისათვის


ადამიანის ძვლების შემადგენლობაში შემავალი კალციუმი და ფოსფორი, განაპირობებენ  ძვლების სიძლიერესა და გამძლეობას. ნორმაში ძვლების სიმკვრივე 25-30 წლამდე იზრდება, 35 წლის ასაკში აღწევს მაქსიმუმს, შემდეგ ნელ-ნელა იწყებს შემცირებას.
ოსტეოპოროზის  დროს ხდება ძვლოვანი ქსოვილის გამოფიტვა მინერალური ნივთიერებისაგან, ძვლები ხდება ფოროიანი, ღრუბელისებრი სტრუქტურის, ხდება  ძვლების სიმკვრივის დაქვეითება – ოსტეოპენია.

მნიშვნელოვანია!

დაავადება ერთდროულად აზიანებს  ჩონჩხის ყველა ძვალს, რის გამოც მატულობს  მოტეხილობების რისკი ყველაზე მარტივ სიტუაციებში, ჩვეულებრივი დატვირთვისას.

ოსტეოპოროზის ხელმშემწყობი ფაქტორები

ოსტეოპოროზის მიზეზი  შეიძლება იყოს თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის  პრობლემები. ზოგჯერ დაავადება გადაცემა მემკვიდრეობით.
ხანდაზმულებში ოსტეოპოროზი ხშირად დაკავშირებულია  კალციუმისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების დაქვეითებულ შეწოვასთან ნაწლავებში.
თავის მხრივ, ოსტეოპოროზით გამოწვეული ხერხემლის მალებისა და ლულისებრი ძვლების მოტეხილობები იწვევენ  სხვა დაავადებების განვითარებსა  და ლეტალობას ხანდაზმულ ადამიანებში.

ძირითადი მიზეზები

  • მოწევა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
  • არასწორი კვება და შემზღუდავი დიეტების ბოროტად გამოყენება;
  • სამედიცინო პრეპარატების გამოყენება (ხშირად ჰორმონალური პრეპარატები);
  • საჭმლის მონელების დარღვევა, ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების მოშლა;
  • ჰორმონალური ცვლილებები კლიმაქსის პერიოდში;
  • საკვერცხისა (ან მისი მოშორება) და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ასევე შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების სხვა დაავადებები

პირველი ნიშნები

ოსტეოპოროზის საწყისი სიმპტომების განსაზღვრა რთულია, ამიტომ ოსტეოპოროზს ხშირად ,,ჩუმ მკვლელს“უწოდებენ.
ადამიანები მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ გებულობენ, რომ ძვალი გახდა სუსტი და მტვრევადი.
იბადება კითხვა: როგორ შევამოწმოთ ძვლის მდგომარეობა ოსტეოპოროზზე? საამისოდ საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ მეორეხარისხოვან ნიშნებზე:

  • მოხრილობა, ასაკობრივი კუზი
  • სიმაღლის შემცირება, დადაბლება 3-5 სმ-ით წელიწადში
  • ტეხვითი ტკივილები სხეულსა და სახსრებში

აღნაგობის გაუარესების, გულმკერდისა და წელის მიდამოებში ტკივილების, ხერხემლის გამრუდებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და საჭირო გამოკვლევები,  რათა თავიდან იქნეს აცილებული მოტეხილობები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლებზედაც ღირს ყურადღების გამახვილება მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ესენია:

  • სიმაღლის შემცირება (3 სმ-ით), 25 წლის ასაკში სიმაღლის მნიშვნელობასთან შედარებით;
  • სხეულის მოხრილობა; ეს შეიძლება მიუთითებდეს მალების  მოტეხილობებზე;
  • ძლიერი ტკივილები წელის არის ქვედა მაწილში, ასევე შეიძლება მეტყველებდეს ხერხემლის მოტეხილობაზე შესაბამის უბანში;
  • ძვლების პერიოდული მოტეხილობები დაცემისას; ამ დროს განსაკუთრებით ხშირად ზიანდება მალები, ბარძაყის ყელი და სხივ-მაჯის ძვალი;
  • ოსტეოპოროზის პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს  ტკივილი მკერდისა და წელის მიდამოში. წარმოიქმნება ხანგრძლივი სტატისტიკური დატვირთვით (მჯდომარე სამსახური და სხვ.)
  • ფეხის კრუნჩხვები ღამის საათებში
  • ფრჩხილების მომატებული მტვრევადობა

დიაგნოსტიკა

ოსტეოპოროზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტირებას. კვლევის მეთოდებს შორის განსაკუთრებით უსაფრთხო და ინფორმატიულია დენსიტომეტრია.
ასევე გამოიყენება რენტგენოგრაფია. თუმცა ეს უკანასკნელი პატოლოგიურ ცვლილებებს ავლენს, როცა ძვლოვანი მასის დანაკარგი შეადგენს არანაკლებ 30%.
დიაგნოზის გასამყარებლად მიმართავენ შემდეგ ლაბორატორიულ კვლევებს:

  1. სისხლის და შარდის საერთო ანალიზი
  2. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (ცილა, შარდოვანა, მიმერალური კომპონენტები, ფერმენტები)
  3. თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა
  4. ვიტამინი D განსაზღვრა
  5. ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციისა და ფორმირების მარკერების განსაზღვრა

საჭიროების მიხედვით, ექიმი ნიშნავს სხვა კვლევებსაც – პაციენტის საერთო მდგომარეობის, თანმხლები დაავადების, და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

მკურნალობა

თერაპია მიმართულია პირველ რიგში:

  1. მოტეხილობების რისკის აცილება
  2. ძვლების გამყარება
  3. ძვლოვანი ქსოვილის ფორმირების მარკერების მნიშვნელობების გაზრდა

საამისოდ პაციენტმა უნდა აკონტროლოს სხეულის წონა, გაიმაგროს კუნთოვანი ქსოვილი, საკმარისი რაოდენობით მიიღოს კალციუმი და D ვიტამინი.
ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება ანტირეზორბციული და ანაბოლური პრეპარატები. მედიკამენტები აუცილებლად კომბინაციაში უნდა იყოს კალციუმის შემცველ პრეპარატებთან.

მალების კომპრესიული მოტეხილობებისას ინიშნება ტკივილგანაყუჩებლები.
ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა, სახსრის ფუნქციიდ აღსადგენად.

ოსტეოპოროზის დროს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება დიეტას. ის გულისხმობს:

  1. კალციუმის შემცველი პროდუქტების მიღება, დღე-ღამეში არანაკლებ 1200 – 1500 მგ კალციუმი
  2. მარილიანი პროდუქტებისა და ალკოჰოლის გამორიცხვა
  3. რძემჟავა პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება
  4. დაცული უნდა იქნას ოპტიმალური პროპორცია: 1 გრამი ცხიმი 10 მგ კალციუმზე; რაციონში მაგნიუმით, ფოსფორითა და კალიუმით მდიდარი პროდუქტების არსებობა

სწორი კვების ეფექტი ძლიერდება ფიზიკური ვარჯიშით.
დაავადების დროულად აღმოჩენისა და სწორი მკურნალობის შედეგად, დაავადება უკან იხევს და პაციენტი უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას.  ორთოპედია


ოსტეოპოროზი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🦴 ოსტეოპოროზი – მდგომარეობა, რომელიც დროსაც ქვეითდება ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივე
⚪️ ის ვლინდება ძვლების სიმყიფითა და პათოლოგიური მოტეხილობებისადმი მიდრეკილებით
📌 ოსტეოპოროზის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
➡ მოწევა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
➡ არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
➡ არასწორი კვება და შემზღუდავი დიეტების ბოროტად გამოყენება;
➡ სამედიცინო პრეპარატების გამოყენება (ხშირად ჰორმონალური პრეპარატები);
➡ საჭმლის მონელების დარღვევა, ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების მოშლა;
➡ ჰორმონალური ცვლილებები კლიმაქსის პერიოდში;
➡ საკვერცხისა (ან მისი მოშორება) და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ასევე შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების სხვა დაავადებები
❗️ გახსოვდეთ – დაავადების დროულად აღმოჩენისა და სწორი მკურნალობის შედეგად, დაავადება უკან იხევს და პაციენტი უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას
👉 შეიტყვეთ მეტი ოსტეოპოროზის მიმდინარეობისა და მკურნალობის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3zJ7eQ1
#ოსტეოპოროზი #რაარისოსტეოპოროზი #ოსტეოპოროზისსიმპტომები #ოსტეოპოროზისნიშნები #ოსტეოპოროზისპირველინიშნები #ოსტეოპოროზისდიაგნოსტიკა #ოსტეოპოროზისმკურნალობა #ფორებიანიძვლები #ძვლებისსიმყიფე #ძვლისმოტეხილობა #ოსტეოპოროზისმიზეზები #რაიწვევსოსტეოპოროზს #ორთოპედია #სხეულისმოხრა #ლორდოზი #ზურგისტკივილი #წელისტკივილი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
♦ დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება