პალიგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პალიგენეზი – (paligenesis ბერძნ.palaios – ძველი, genesis – განვითარება) ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების დროს პროცესთა კომპლექსი, რომელიც ასახავს წინაპართა მემკვიდრეობით მიღებული აგებულების ძირიადი ნიშნების გამეორებას, რეკაპიტულაციას. პალიგენეზური ნიშნები არეკლავს ორგანიზმის ფილოგენეზურ განვითარებას, ანუ ისინი რეკაპიტულაციის ნიშნებია. პალიგენეზურ ნიშნად მიჩნეულია ემბრიონული ნერგების ღერძული კომპლექსის განლაგება. აღნიშნული კომპლექსი გასტრულაციის პროცესში ყველა ხერხემლიანში ახორციელებს ქორდის წარმოქმნას, ნერვული ლულის ჩამოყალიბების, ბლასტოფორის დამოკიდებულებას ღერძულ ნერგთან, ლაყუჩების ჯიბეებისა და ნაპრალების წარმოქმნას, მეზოდერმის სეგმენტაციას და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა