მონონუკლეარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მონონუკლეარები – (mononucleares ბერძნ.monos – ერთი და ლათ. nucleus – ბირთვი)  სისხლის ერთბირთვიანი უჯრედები მრგვალი ან ოვალური ბირთვითა და ციტოპლაზმით, რომლებშიც სპეციფიკური მარცვლოვანება არ არის (მონოციტები და ლიმფოციტები). ამ უჯრედებისაგან განსხვავებით, მარცვლოვან ლეიკოციტებს სეგმენტირე­ბული ბირთვებით პოლინუკლეარებს უწოდებდნენ. ეს ტერმინები მოძვე­ლებულია და თანამედროვე ლიტერატურაში თითქმის არ იხმარება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა