სტრესი (ფსიქოლოგია)

სტრესი (ფსიქოლოგია) – (ინგლ. stress – დაძაბულობა) 1. ,,ორგანიზმის არასპეციფიკური პასუხი მისადმი წაყენებულ ნებისმიერ მოთხოვნაზე” (გ. სელიე); 2. არასპეციფიკური პასუხი, დაძაბვის ფუნქციონალური მდგომარეობა ორგანიზმის რეაქტიულობისა, წარმოქმნილი ადამიანებსა და ცხოველებში სტრესორის ზემოქმედების პასუხად; 3. ძლიერი  არახელსაყრელი, ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედი ზემოქმედება (სინონიმი სტრესორი); 4. ძლიერი, ორგანიზმისათვის არახელსაყრელი ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური რეაქცია სტრესორის ზემოქმედებაზე; 5. ორგანიზმის ძლიერი რეაქცია (როგორც ხელსაყრელი, ისე არახელსაყრელი). ცნება შემოტანილი იქნა კანადელი ფიოზიოლოგის გ. სელიეს მიერ (1936) . სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენება უპირატესად ტერმინის პირველი და მეორე მნიშვნელობა – სტრესი. 6. სტრესი ორგანიზმის რეაქტიულობის დაძაბვის მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ადამიანში განსაკუთრებული, ან პათოლოგიური გამღიზიანებლის ზემოქმედებით და რომელიც იწვევს ორგანიზმის არასპეციფიკური ადაპტაციური მექანიზმების დაძაბვას. 7. სტრესი – ორგანიზმის ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი