სტრეპტოკოკური ინფექცია

სტრეპტოკოკური ინფექცია – ინფექციური და ინფექციურ – ალერგიული დაავადებების პირობითად გამოყოფილი ჯგუფი, რომელთაც იწვევს სტრეპტოკოკები.

განსაკუთრებით გავრცელებულია: ქუნთრუსა, ფარინგიტი, ანგინა, წითელი ქარი, იმპეტიგო, სეპტიური აბსცესი, ენდოკარდიტი, რემატიზმი, მწვავე გლომერულონეფრიტი, საშარდე გზების დაზიანება,მენინგიტი, პნევმონია, სეფსისი.

დიაგნოზი დასტურდება იმუნოლოგიური და მიკრობიოლოგიური მეთოდებით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი