ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტეტანია, ჰიპოპარათირეოზი – დაავადება, რომელიც ხასიათდება პარაფარისებრი ჯირკვლების ჰორმონის უკმარისობით, რასაც მივყავართ ორგანიზმში კალციუმის შემცველობის დაქვეითებამდე და კრუნჩხვითი, მტკივნეული შეტევების განვითარებამდე. ჰიპოპარათირეოზი შესაძლებელია განვითარდეს, სტრუმექტომიის დროს აღნიშნული ჯირკვლების შემთხვევით მოცილების შედეგად. იშვიათად აღნიშნური დაავადება ვითარდება ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების დროს, აგრეთვე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, რაც მოითხოვს დიდი რაოდენობით ჰორმონებს კალციუმის შესათვისებლად. ზოგიერთ ავადმყოფში დაავადების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. სიმპტომები. დაავადება ვლინდება სხვადასხვა ჯგუფის კუნთებში (სახის, სხეულის, ხორხის) კრუნჩხვითი შეკუმშვების შეტევებით. ხორხის და ბრონქების კუნთების სპაზმის შედეგად, შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის დარღვევა. კრუნჩხვითი შეკუმშვები აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ნაწლავის კუნთოვან გარსში, შარდის ბუშტის სფინქტერში. მტევნები, კრუნჩხვითი შეკუმშვების დროს იღებენ ე.წ. ,,მეანის ხელის’’ შესახედაობას, მიმიკური კუნთები –  ,,სარდონიკული ღიმილის’’ იერს. ავადმყოფის გამოკვლევისას ხშირად ვლინდება დერმატოზები, კბილების კარიესი. შეტევებს შორის აღინიშნება ნერვულ – რეფლექსური აგზნებადობის სიმპტომები: ღაწვის ძვალზე ხელის მსუბუქად მირტყმით ვითარდება სახის მუსკულატურის შეკუმშვა (ხვოსტეკის სიმპტომი). პულსი ჩვეულებრივ გახშირებულია, ეკგ – ზე აღინიშნება Q – T ინტერვალის გაზრდა. სისხლში კალციუმის შემცველობა ეცემა 1,5 – 1,75 მმოლ/ლ – მდე და ქვევით, ხოლო არაორგანული ფოსფორის შემცველობა მომატებული. ტეტანიის დროს, ეპილეფსიისგან განსხვავებით, არ აღინიშნება ენის მოკვნეტა და პირიდან ქაფიანი გამონადენი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..