ტეტანოიდური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტეტანოიდური სინდრომი  – (syndromum tetanoideum)კიდურების, სახის, ხორხის, ზოგჯერ სასუნთქი კუნთებისა და შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის განმეორებითი, ტონური შეკუმშვების შეტევები, განპირობებული მინერალური ცვლის მოშლით, უმთავრესად კალციუმის და მჟავა ტუტოვანი წონასწორობის; აღინიშნება ფარისებრახლო ჯირკვლების დაზიანების, ზოგიერთი ინფექციური დაავადებების და მოწამვლების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა