პირ – ხახის ავთვისებიანი სიმსივნეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პირ – ხახის ავთვისებიანი სიმსივნეები – აერთიანებს სასის ნუშურების, ენის ძირის და ხახის უკანა კედლის სიმსივნეებს. წარმოდგენილია უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი კიბოს სახით, გვხვდება ლიმფოეპითელიომები და კიბოს არადიფერენცირებული ფორმები. დაავადების პირველი სიმპტომებია ტკივილი ირადიაციით ყურში და ყლაპვის გაძნელება. ზოგჯერ ავადმყოფი ნუშურებში აღმოაჩენს ხორკლიან სიმსივნეს. შესაძლოა შეიცვალოს ხმის ტემბრი რბილი სასის დაზიანებასთან დაკავშირებით. მკურნალობის ძირითადი მეთოდია სხივური თერაპია. ქირურგიული ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მცირე ზომის სიმსივნეების დროს, როგორც დამატება სხვური თერაპიისა. დავადების გავრცელებული ფორმების დროს მიზანშეწონილია ქიმიოთერაპია (ცისპლატინი, ადრიამიცინი, ფტორურაცილი, მეტოტრექსატი, ბლეომიცინი, სპირობრომინი, პროსპიდინი და სხვ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა