ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
პლაზმური მემბრანა – (membrana plasmatica სინ. ციტოპლაზმური მემბრანა, ციტოლემა, პლაზმოლემა, „უჯრედის გარსი“) თხელი ციტოპლაზმური აპკი, რომლის გარსის სისქე 70 – 120 Ao – ის ტოლია. ის შედგება ორი ელექტრონული მკვრივი შრისაგან (20 – 40 Ao სისქის), რომლებიც გაყოფილია 30 – 50 Ao ტოლი განივკვეთიანი ნათელი შორისებით. მემბრანის მკვრივი შრეები შეიცავს ცილოვან ნივთიერებებს, მათ შორის სივრცე კი – ლიპიდებს. თანამედროვე წარმოდგენით, პლაზმოლემა შედგება ლიპიდების ბიმოლეკულური შრისაგან, რომლის ორივე მხარეს პროტეინული მონოშრეებია. ციტოლემა ფარავს უჯრედის ზედაპირის ყველა წანაზარდს, აგრეთვე, არცთუ იშვიათად, ქმნის ნაკეცებს, რომლებიც ღრმად შედიან ციტოპლაზმაში. უკანასკნელ შემთხვევაში ნაკეცები აღინიშნება როგორც ციტომემბრანები, ანუ მეტავეზიკულური მემბრანები. პლაზმური მემბრანა დიდ როლს ასრულებს უჯრედის შეღწევადობის პროცესებში, კერძოდ, პინოციტოზის, როფეოციტოზისა და ფაგოციტოზის მოვლენებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა