პოსტთრომბოზული სინდრომი

პოსტთრომბოზული სინდრომი – ვენების შეუქცევადი ცვლილება ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზის შემდეგ. ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით მისი მოცულობის გაზრდით, რაც ძლიერდება დღის ბოლოს, ტკივილით წვივის არეში, ზედაპირული ვენების გაფართოებით, კანის პიგმენტაციით და სხვ.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი