სანერწყვე ჯირკვლების კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სანერწყვე ჯირკვლების კიბო – ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ვითარდeბა ყბა – ყურა ჯირკვალში, იშვიათად ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში. სჭარბობს ციპინდრომები (ადენოკისტოზური კარცინომა), ადენოკარცინომა, იშვიათად ეპიდერმოიდული კარცინომები და ნაკლებდიფერენცირებული კიბო. ცილინდრომებს გააჩნიათ მკვრივი კაფსულა, იზრდებიან ნელა, ძნელად გადანაცვლდებიან, იწვევენ ძლიერ ტკივილს, მიმიკური მუსკულატურის დამბლას. ამ სიმსივნისათვის დამახასიათებელია ჰემატოგენური მეტასტაზირება (ფილტვებში, ძვლებში). ავადმყოფთა 10% – ს აღენიშნება  მეტასტაზები კისრის ლიმფურ კვანძებში. ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთათვისაც დამახასიათებელია სხვაგვარი ჰისტოლოგიური აგებულება, იზრდებიან სწრაფად; გამოხატული არ არის სიმსივნის მკაფიო საზღვრები, კანი და კანქვეშა უჯრედისი  განიცდის ინფილტრაციას. პროცესში ერთვება სახისა და სხვა ნერვები. ავადმყოფთა 50% – ს აღენიშნება მეტასტაზები კისრის ლიმფურ კვანძებში. სანერწყვე ჯირკვლების კიბო შესაძლოა წარმოიქმნას ამ ორგანოს ხანგრძლივად არსებული შერეული სიმსივნის გაავთვისებიანების შედეგად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა