სტარლინგის კანონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტარლინგის კანონი – (E. H. Starling, ინგლ. ფიზიოლოგი; სინ.: ფრანკ – სტარლინგის კანონი, გულის კანონი) ფიზიოლოგიური კანონზომიერება, რომელიც ადგენს გულის შეკუმშვის ძალის დამოკიდებულებას მიოკარდის ბოჭკოების გაჭიმვის ხარისხზე. სტარლინგის კანონი ადგენს დამოკიდებულებას დიასტოლაში სისხლით გულის ავსებასა და მიოკარდის შემდგომი შეკუმშვის ძალას შორის: რაც უფრო მეტი სისხლი გროვდება გულის ღრუებში დიასტოლის დროს, მით უფრო ძლიერად იჭიმება მიოკარდის ბოჭკოები და მით მეტი ძალით იკუმშებიან ისინი შემდგომი სისტოლის დროს. სტარლინგის კანონი ასახავს შესაბამისობას გულისაკენ სისხლის მოდინებასა და მისგან გადინებას შორის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა