ტრუსოს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრუსოს სიმპტომი – – 1. ეს არის ტესტი ფარულ ტეტანიაზე, რომლის დროსაც მაჯის სპაზმის გამოწვევა ხდება შემდეგნაირად: წნევის გასაზომ მანჟეტს პაციენტს აცმევენ ხელის ზედა ნახევარზე 4 წუთის განმავლობაში: მტევანი და თითები ღებულობენ ,,მეანის ხელის” დამახასიათებელ ფორმას, რომლის დროსაც მაჯები და მაჯა – ფალანგის სახსრები მოხრილია, ფალანგთაშორისი სახსრები გაჭიმულია, თითები და დიდი თითი განზიდულია გვერდით. 2.  მტევნის ტონური კრუნჩხვა მხრის სისხლძარღვოვან – ნერვული კონის მიდამოში ზეწოლის შედეგად; ნიშანია ტეტანიისა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა