უჯრედების დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედების დეგენერაცია – (degeneratio cellularum ლათ. degenerare – გადაგვარება) –  უჯრედების გადაგვარება, როგორც მათი განვითარების (ფიზიოლოგიური დეგენერაცია) ანდა დამაზიანე­ბელი ფაქტორების მოქმედების შედეგი (პათოლოგიური დეგენერაცია). მორფოლოგიურად უჯრედის დეგენერაციის სურათი შეიძლება სულ სხვადასხვაგვარი იყოს. გადაგვარების პროდუქტები განიცდის ან ავტო­ლიზს ანდა ფაგოციტოზს . დეგენერაციის მაგალითებია: ნერვული ბოჭკოების უოლერისეული გადაგვარება, კუნთოვანი ბოჭკოს ცუნკერისეული ნეკროზი, გულის კუნთის ცხიმოვანი გადაგვარება, ლეი­კოციტების გადაგვარება და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა