ფაგოთერაპია

 

ფაგოთერაპია – ბაქტერიული ინფექციური დაავადებების მკურნალობის მეთოდი ორგანიზმში ბაქტერიოფაგების შეყვანით.

ფაგოთერაპიის დადებითი და უარყოფითი მხარეები მოყვანილია ცხილში:

ფაქტორი

კ ი

არა

ზემოქმედების ვიწრო სპექტრი ფაგური თერაპიის უპირატესობაა, როდესაც აუცილებელია პათოგენური ბაქტერიების ელიმინაცია, ნორმოფლორის შენარჩუნებით. ასეთ სიტუაციაში ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები, მაგალითად, Clostridium difficile. ზემოქმედების ვიწრო სპექტრი ზღუდავს ფაგოთერაპიის გამოყენებას, განსხვავებით   ანტიბიოტიკოთერაპიისაგან,  რომელსაც შეუძლია ზემოქმედება ფართო სპექტრის ბაქტერიებზე. თუმცა ფაგოთერაპიია  ამ  ნაკლის კომპენსირება შესაძლებელია  ფაგური ნარევების გამოყენებით.
თვითგამრავლება ფაგები (ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით) არ უნდა მოხვდნენ ინფექციის ადგილზე მაღალი კონცენტრაციით. მათი თვითგამრავლება (რომელიც ხორციელდება დახოცილი  ბაქტერიების გამო) იწვევს ფაგების კონცენტრაციის ზრდას ზუსტად იქ, სადაც ეს საჭიროა. ფაგების გამოყენებული დოზა იზრდება თვითგამრავლების გამო. თუ კონკრეტულ ფაგს აღენიშნება რაიმე ტოქსიკური ეფექტი, ეს შეიძლება გახდეს პრობლემა. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
მიღების სიადვილე ფაგები ძალზე მრავალრიცხოვანია და იოლად იზოლირდებიან  სუბსტრატებიდან, განსხვავებით ანტიბიოტიკებისაგან.
ბაქტერიული ვირულენტობის სტიმულირება ფაგებს, განსაკუთრებით ზომიერებს, შეუძლიათ კოდირება ან ბაქტერიული ვირულენტობის ჩართვა. რეკომენდებულია ვირულენტური ფაგების გამოყენება, ანუ ისეთების, რომლებიც უცებ კლავენ მგრძნობიარე ბაქტერიას და არ იწვევენ ლიზოგენიას.(1)
ახალი ფაგების მიღების სიადვილე ფაგების მოდიფიცირება შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა მეთოდით. ახალი თერაპიული შესაძლებლობების მქონე ფაგების მიღება შესაძლებელია მუტაგენეზით, in vitro – in vivo ევოლუციით, მოლეკულური მეთოდებით.
ენდოტოქსინის წარმოქმნა (ჰერქსჰეიმერის ეფექტი) Gram (-) ბაქტერიების დიდი რაოდენობის ერთდროული დაღუპვა იწვევს ენდოტოქსინის მასის გაჩენას. (LPS). აუცილებელია დამატებითი კვლევები, იმისათვის, რომ ფრთხილად გამოვიყენოთ ფაგები, ამგვარ სიტუაციაში.
აქტივობა რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და რეზისტენტობა ფაგების მიმართ – გარკვეულ წილად დაუკავშირებელი ფენომენებია
იმუნოგენურობა ფაგების გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს თანდაყოლილი და ადაპტაციური  იმუნური პასუხების ინაქტივაციით. სხვა, ან სპეციალურად შერჩეულმა ფაგების გამოყენებამ შეიძლება მოხსნას ეს პრობლემა.
შესწავლა ფაგების ბიოლოგია და მოქმედების კლინიკური მექანიზმი კარგადაა შესწავლილი
მოქმედების ვადა დამოკიდებულია შენახვის პირობებებისაგან ზოგი ფაგი ან ფაგური პრეპარატი საჭიროებს მაცივარში აუცილებელ შენახვას.

http://www.psora.df.ru/phagotherapy.html 

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი


_____________________________________________

>>>>>> ფაგები

..