ფილტვის ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფილტვის ექინოკოკი – (ქირურგ.) სიმპტომები, მიმდინარეობა. სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილები გულმკერდის მიდამოში (დამოკიდებულია კისტის განლაგებაზე), ხველა. კისტის ბრონქში გახსნისთანავე ჩნდება დიდი რაოდენობით ღია ბლანტი ნახველი. ასეთი ღრუს დაჩირქების შემთხვევაში ნახველი შესაძლოა იყოს ჩირქოვანი, რაც დამახასიათებელია ფილტვის აბსცესისთვის. ზოგჯერ ექინოკოკის სიმპტომია სისხლიანი ხველა ნახველში სისხლის პატარა ნაწილაკების აღმოჩენით ან გამოხატული სისხლ – ხველა. ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევით მოჩანს მრგვალი ფორმის, სხვადასხვა ზომის ჩრდილი მკვეთრი გლუვი კონტურებით. ზოგჯერ ნახველში ხდება ექინოკოკური კისტის ელემენტების აღმოჩენა. მკურნალობა ოპერაციულია – ექინოკოკური კისტის მოცილება ან ფილტვის წილის რეზექცია.  პროფილაქტიკა. ექინოკოკოზის თავიდან აცილების მიზნით უნდა გავატაროთ ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება: 1) უნდა გამოვრიცხოთ ძაღლების მიერ ნარჩენების შეჭმის შესაძლებლობა (განსაკუთრებით ხორცკომბინატების და სასაკლაოების ახლოს); 2) აუცილებელია პროფილაქტიკის პირადი ჰიგიენის ზომების გატარება (ძაღლებთან თითოეული შეხების შემდეგ ხელების გულდასმით დაბანა).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა