ფორესტიეს სინდრომი

ფორესტიეს სინდრომი – (J. Forestier ფრან. ექიმი; სინ.: ხერხემლის მოხუცებულობითი მაანკილოზირებელი ჰიპეროსტოზი, ჩონჩხის დიფუზური იდიოპათური ჰიპეროსტოზი)  ხერხემლის დისტროფიული ხასიათის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ხერხემლის  წინა სიგრძივი იოგების ოსიფიკაციითა და კალციფიკაციით. დაავადება ხშირად ვითარდება შეუმჩნევლად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ხშირად შემთხვევით ვლინდება. ამასთან, შესაძლოა აღინიშნებოდეს ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების გადასწორება, მისი მოძრაობის შეზღუდვა, ავადმყოფის წარმოსადეგობის ცვლილება (მრგვალი ზურგი, ზოგჯერ მათხოვრის პოზა)