ფსიქიკა (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქიკა (ფსიქოლოგია) – საგნობრივ სამყაროსადმი ცოცხალი არსებების ურთიერთკავშირის უმაღლესი ფორმა, გამოხატული მათი უნარით მოახდინონ რეალიზება თავიანთი განზრახვებისა და იმოქმედონ მათ შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. ფსიქიკა ადამიანის დონეზე იძენს თვისებრივად ახალ ხასიათს, იმდენად, რომ მისი ბიოლოგიური ბუნება გარდაიქმნება სოციოკულტურული ფაქტორებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცხოველქმედების შინაგანი გეგმა – ცნობიერება, ხოლო ინდივიდი ხდება პიროვნება. ფსიქიკის შესახებ ცოდნა იცვლებოდა ასწლეულების მანძილზე. ეს ცოდნა გააზრებული სხვადასხვა იდეურ კონტექსტებში, განიხილებოდა მწვავე დისკუსიებში, რამდენადაც ეხებოდა ძირეულ ფილოსოფიურ საკითხებს ადამიანის ადგილის შესახებ სამყაროში, მისი ყოფიერების მატერიალურ და სულიერ საფუძვლებს. მრავალი წლის განმავლობაში ფსიქიკა აღინიშნებოდა ტერმინით ,,სული”, რომლის გააზრება, თავის მხრივ ასახავდა წინააღმდეგობას მამოძრავებელი ძალების, შინაგანი გეგმისა და ადამიანური ქცევის ახსნისას. არისტოტელეს მიხედვით სული განიხილებოდა როგორც ცოცხალი სხეულის არსებობის ფორმა – ამ მოსაზრებასთან ერთად ჩამოყალიბდა მიმართულება, რომელიც წარმოადგენდა მას, როგორც უსხეულო არსებას, რომლის ისტორია და ბედი, თანახმად სხვადასხვა რელიგიური სწავლებებისა, დამოკიდებულია არამიწიერ საწყისზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook