ჩირქი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჩირქი – 1. ანთებითი გამონაჟონის (ექსუდატი) ერთ  –  ერთი სახე; სქელი მღვრიე, მოყვითალო  –  ნაცრისფერი (ზოგჯერ მწვანე) სითხე. შეიცავს დიდი რაოდენობით ლევკოციტებს, რომელთა ნაწილი იშლება (ჩირქოვანი სხეულები), ცილას, ქსოვილთა დაშლის პროდუქტებს, ფერმენტებს, რომლებიც სპობენ მიკრობებს და ალღობენ უცხო სხეულებისა და დაღუპული ქსოვილების ნაწილებს. ჩირქიდან სისხლში შეიწოვება ტოქსიკური პროდუქტები, ამიტომ ჩირქის დაგროვების შემთხვევაში აუცილებელია მისი მოშორება. [“1”]  2.  მოყვითალო – მომწვანო ფერის ექსუდატი, რომელიც შედგება ცილით მდიდარი სითხისაგან, დაშლილი ლეიკოციტებისაგან, ანთებადი ქსოვილის მკვდარი უჯრდებისაგან და პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან.

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook