ჩირქმბადი ბაქტერიები

ჩირქმბადი ბაქტერიები – 1. პიოგენური ბაქტერიები (ბერძნ. pyon  –  ჩირქი და genes  –  დამბადებელი), ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ ადგილობრივ ჩირქოვან ანთებას ან ზოგად გენერალიზებულ ინფექციას (პიემია, სეფსისი). ჩირქმბად ბაქტერიებს განეკუთვნება ე. წ. ჩირქმბადი კოკები (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, გონოკოკები) და ზოგიერთი სხვა ბაქტერია (პროტეუსის ჯგუფი, ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირი, ჯილეხის ჩხირი და სხვ.). ჩირქმბადი ბაქტერიები იწვევენ სეროზული ღრუების ლორწოვანი გარსების (პერიტონეუმის, პლევრის, პერიკარდიუმის) ან ღრმად მდებარე ქსოვილების ჩირქოვან ანთებას (ფლეგმონა, ჩირქოვანი ინფილტრაცია). ადგილ. დაჩირქება შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე ნაწლავის ჩხირმა, პარტახტიანი ტიფის, დიფთერიის ჩხირებმა და სხვ. [“1”]

2. ჩირქმბადი ბაქტერიები – ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ ჩირქოვანი ანთებითი პროცესებისა და ინფექციების გამოწვევა.

 ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!