ჰიპერტრიქოზი – ჭარბთმიანობა, კანის უბნებზე, რომლებზედაც ჩვეულებრივ თმა არ იზრდება. აღინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების პათოლოგიის, მენოპაუზის დროს; ზოგჯერ ვითარდება კანზე გამაღიზიანებელი ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. მკურნალობა – ძირითადი დაავადების.
ჰიპერტრიხოზი – ეს არის გადაჭარბებული თმის ზრდა სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, მათ შორის იქაც, სადაც თმის ზრდა არაა გამოწვეული ანდროგენების მოქმედებით. ჰირსუტიზმისაგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ქალებში გვხვდება, ჰიპერტრიქოზი აღინიშნება ორივე სქესში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ჰიპერტრიქოზის მიზეზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი მუტაციები, რომლებიც გამოწვეულია ნაყოფზე სხვადასხვა არასასურველი მოქმედი ფაქტორის მიერ ორსულობის დროს.
ჰიპერტრიქოზი შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი დაავადების დროს, ქალა-ტვინის დაზიანების შედეგად, რიგი მედიკამენტების გამოყენების შედეგად. ჰიპერტრიქოზის დიაგნოსტიკა გულისხმობს პაციენტის ყოველმხრივ დერმატოლოგიურ და ჰორმონალურ გამოკვლევებს.
მკურნალობა დამოკიდებულია ჰიპერტიქოზის ეტიოლოგიაზე. ჭარბი თმის მოცილება შესაძლებელია ელექტროეპილაციის საშუალებით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!