ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული)

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული) – (ნერვ. დაავ.) ტვინის შერყევა. ხასიათდება გონების ხანმოკლე დაკარგვით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით. ვლინდება არამყარი კეროვანი სიმპტომები (ნისტაგმი), არტერიული წნევის ცვალებადობა.  ტვინის დაბეჟილობა. დაზიანების უფრო მძიმე ხარისხი, ვიდრე შერყევა. თავის ტვინის სიმპტომები შერწყმულია გამოხატულ კეროვან დარღვევებთან (პარეზები, აფაზია) ტვინის ნივთიერების გამრავლების შედეგად. ტვინზე ზეწოლა. ვითარდება ქალასშიდა სისხლძარღვებიდან სისხლდენის დროს. შესაძლებელია სუბარაქნოიდული, ეპი –  და სუბდურალური სისხლჩაქცევების განვითარება. სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა ხასიათდება, ტრამვის მიღებისთანავე, მენინგეალური სინდრომის განვითარებით და თავზურგტვინის სითხეში სისხლის არსებობით. ეპიდურალური ჰემატომისთვის დამახასიათებელია ,,ნათელი’’ პერიოდი ე.ი. მდგომარეობის გაუარესება ვლინდება ტრამვის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სიმპტომია ჰემატომის მხარეზე გუგის გაფართოება, საწინააღმდეგო კიდურებში ლოკალური კრუნჩხვების ან პარეზების გამოვლინება. სუბდურალური ჰემატომის დროს თავის ტვინის და ლოკალური სიმპტომები ვითარდება რამდენიმე დღის შემდეგ. ჰემატომების მკურნალობა ოპერაციულია. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს – ვიკასოლი, კალციუმი გლუკონატი, ვიტამინი C, დეჰიდრატაციული საშუალებები.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი