ქოლინერგული კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქოლინერგული კრიზი – მიასთენიის დროს ავადმყოფებში კუნთოვანი სისუსტის მკვეთრი მომატება სუნთქვის უკმარისობის განვითარებით, რაც გამოწვეულია ანტიქოლინესთერაზული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღებით, რომელთა ჭარბი რაოდენობა ახდენს ნერვ – კუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას. ვლინდება გუგების შევიწროება, აკომოდაციის პარეზი, ნერწყვისა და ბრონქული ლორწოს ჰიპერსეკრეცია, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის გაძლიერება, ფაღარათი, ღებინება, ბრადიკარდია. მკურნალობა: ანტიქოლინესთერაზული საშუალებების მიღების დროული  შეწყვეტა, სასუნთქი გზების გამტარობის აღდგენა, ინტუბაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა