ქრომოსომების ტრანსლოკაცია

ქრომოსომების ტრანსლოკაცია – (translocatio chromoso­matum ლათ.trans  –  გადაადგილება და locus  –  ადგილი)   ქრომო­სომების სტრუქტურული გარდაქმნის სახესხვაობა (იხ. ქრომოსომული აბერაციები), რომლის დროს ჰომო –  ან არაჰომოლოგიურ ქრომო­სომებს შორის რომელიმე სეგმენტი გადაადგილდება. უფრო ხშირად ეს ხდება ქრომოსომული სეგმენტების ურთიერთგაცვლით ე.წ. სომატური კროსინგოვერის პროცესში, აგრეთვე უჯრედებზე მუტა­გენური ფაქტორების მოქმედების დროს. ქრომოსომების ტრანსლო­კაციაა განვითარებადი სასქესო  უჯრედების (იხ. მეიოზი) კროსინ­გოვერის მიმდინარეობის დროს. ქრომოსომების გარდაქმნის ეს ტიპი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ერთდროულად ხდება ორი გახლეჩა სხვადასხვა ქრომოსომაში. თუ ტრანსლოკაციის დროს შეერთდება ორი სეგმენტი, რომლებიც ცენტრომერებს შეიცავენ, წარმოიქმნება დიცენტრული ქრომოსომა, უცენტრომერო ორი სეგ­მენტის შეერთება ქმნის აცენტრულ ქრომოსომას. ტერმინი შემოიღო ბრიდჟესმა (1917). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.