ღეროვანი ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღეროვანი ენცეფალიტი – პირველადი მწვავე ენცეფალიტის ვარიანტი, უპირატესად ტვინის ღეროს სტრუქტურების უპირატესი დაზიანებით. ავადდებიან 25 წლამდე ასაკის პირები; 1 – 3 კვირის განმავლობაში აღინიშნება თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, გულისრევა, მოთენთილობა, სუბფებრილური ტემპერატურა. შემდგომში ვლინდება სიმპტომები, რომლებიც უკავშირდებიან ქალა – ტვინის ბირთვების დაზიანებას. აღინიშნება დიპლოპია, პტოზი, ნისტაგმი, გუგების გაფართოება, მხედველობის დამბლა და სხვ. ნევროლოგიური დარღვევები თანდათანობით მატულობს 1 – 2 კვირის განმავლობაში. დაახლოებით 3 – 18 თვის მანძილზე დგება გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანი ნარჩენი მოვლენების გარეშე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა