ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დაავადება დაკავშირებულია ზოგიერთ ინტოქსიკაციასთან (ქრონიკული ალკოჰოლიზმი), მეტაბოლურ დარღვევებთან შაქრიანი დიაბეტის დროს, არარაციონალურ კვებასთან ცილების და ლიპოტროპული უკმარისობის ფონზე, ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი).
აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან (მაგალითად კორტიკოსტეროიდები). 

სიმპტომები, მიმდინარეობა

კლინიკურ მიმდინარეობაში, როგორც წესი, წამყვანია ღვიძლგარეთა დაზიანების სიმპტომები.
თუმცა შემდგომში აღინიშნება ღვიძლის ზომების უმნიშვნელო მატება და ვითარდება ე.წ. ღვიძლის მცირე ნიშნები: მოწითალო ხელისგულები, ჟოლოსმაგვარი ენა.

გართულებები

ზოგიერთი ფაქტორების, უპირატესად ალკოჰოლის, ხანგრძლივი დამაზიანებელი ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის ციროზი. (იხ).
სისხლის შრატში ჩნდება გადახრები ლაბოლატორიული მაჩვენებლების, პირველ რიგში დანალექი სინჯების მხრიდან (თომილის, ფორმოლის, სულემის).
ღვიძლის ციროზის ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის ბიოფსიას.

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში
🔗 დაავადება დაკავშირებულია:
✅ ზოგიერთ ინტოქსიკაციასთან (ქრონიკული ალკოჰოლიზმი);
✅ მეტაბოლურ დარღვევებთან შაქრიანი დიაბეტის დროს;
✅ არარაციონალურ კვებასთან ცილების და ლიპოტროპული უკმარისობის ფონზე;
✅ ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი);
✅ ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან
🔎 დაავადების დროს აღინიშნება ღვიძლის ზომების უმნიშვნელო მატება და ვითარდება ე.წ. ღვიძლის მცირე ნიშნები – მოწითალო ხელისგულები და ჟოლოსმაგვარი ენა
🍷 ალკოჰოლის ხანგრძლივი დამაზიანებელი ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის ციროზი
📌 https://bit.ly/3n6w6el
#ღვიძლისცხიმოვანიდისტროფია #ცხიმოვანიღვიძლი #ღვიძლისგაცხიმიანება #დიდირაოდენობითცხიმისდაგროვება #ცხიმოვანიდისტროფია #ინტოქსიკაცია #ალკოოლიზმი #ქრონიკულიინფექციები #ალკოჰოლისდამაზიანებელიმოქმედება #წონისკლება #ცუდიმადა #ასციტი #დაღლილობა #კუნთებისსისუსტე #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

 

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი