შერეშევსკი – ტერნერის სინდრომი

შერეშევსკი – ტერნერის სინდრომი – ქრომოსომული ანომალია, რომელიც აღენიშნებათ ქალებს და ხასიათდება ერთ – ერთი X  ქრომოსომისა და, შესაბამისად სასქესო ქრომატინის არარსებობით, სასქესო ნიშნების განუვითარებლობით. კლინიკურად ვლინდება ტანდაბლობით, კისერზე ფრთისებრი ნაოჭებით, ყურის ნიჟარების დაბლა დგომითა და დეფორმაციით, ტერფებისა და მტევნების შეშუპებით, ფართო გულმკერდით, ფართოდ მდებარე ძუძუს დვრილებით, სქესობრივი ინფანტილიზმით, ამენორეით, სარძევე ჯირკვლების განუვითარებლობით, საკვერცხეებში პირველადი ფოლიკულების არარსებობით.

შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე შინაგანი ორგანოების თანდაყოლილი ანომალიები, გონებრივი ჩამორჩენა და ფსიქოპათია.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი