შინაგანი სეკრეცია

შინაგანი სეკრეცია – –  1. ორგანიზმის ჯირკვალთა გარკვეული ჯგუფის თვისება თავისი სეკრეციული მოქმედების პროდუქტი (ჰორმონი) პირდაპირ სისხლში გამოყოს. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს განეკუთვნება ჰიპოფიზი, ჯალღუზისებრი სხეული, ფარისებრი ჯირკვალი, ფარისებრახლო ჯირკვლები, მკერდუკანა ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვლები, სასქესო ჯირკვლები, პანკრეასის კუნძულები და სხვ. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს სადინარი არა აქვთ, მათ მიერ სისხლში გამოყოფილი ჰორმონები უზრუნველყოფენ ბიოქიმ. რეაქციების კოორდინაციას  –  ნივთიერებათა ცვლის, ზრდისა და განვითარების პროცესებს, მაშასადამე ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასა და გარემოს ცვალებადი პირობებისადმი შეგუებას. ა. აბესაძე. [“1”]  შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ანუ ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებას არეგულირებს ნერვული სისტემა. შინაგანი სეკრეციის დარღვევები გამოიხატება ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის გაძლიერებით (ჰიპერფუნქცია ამ ჰიპერსეკრეცია) ან შესუსტებით (ჰიპოფუნქცია, ჰიპოსეკრეცია); შესაძლებელია ამა თუ იმ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის ფუნქციის სრული ამოვარდნაც. 

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი