ხორხის კუნთების პარეზები და დამბლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ხორხის კუნთების პარეზები და დამბლები – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხორხის მამოძრავებელი ფუნქციის დაქვეითება შეიძლება იყოს ცენტრალური და პერიფერიული წარმოშობის. ცენტრალურ დამბლების გამომწვევებია თავის ტვინის სხვადასხვა დააავადებები. პერიფერიულის განვითარება კი განპირობებულია შებრუნებითი ნერვის დაზიანებით, რომელიც აინერვირებს ხორხის კუნთებს, ან კიდევ სხვადასხვა ინფექციების, ხმის გადაძაბვის ნიადაგზე განვითარებული ცვლილებებით თვითონ კუნთებში (მიოპათიური პარეზები). შებრუნებითი ნერვის პარეზებს და დამბლებს იწვევენ სხვადასხვა დაავადებები. მათ რიცხვს მიეკუთვნება ინფექციურ – ტოქსიკური დაზიანება (უხშირესად გრიპი, სპეციფიური ინფექციებიდან კი ფილტვების ტუბერკულოზი), ფილტვების, საყლაპავის კიბო, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები, გულის, მსხვილი სისხლძარღვების (აორტის)  დაავადებები, კისრის და გულმკერდის ტრამვები (უპირატესად ოპერაციული). სიმპტომები. ხრინწიანობა, ზოგჯერ სუნთქვის დაღვევა (შებრუნებითი ნერვის დამბლების დროს). ლარინგოსკოპიით ვლინდება ხორხის კუნთების მოძრაობის დაღრვევები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა