ჯალღუზისებრი სხეული (ეპიფიზი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჯალღუზისებრი სხეული (ეპიფიზი)  – (ანატ. Corpus pineale) ნეიროგლიური წარმოშობის შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი; მიეკუთვნება შუამდებარე ტვინის ეპითალამუსს;  წარმოადგენს კენტ, მრგვალ წარმონაქმნს, რომელიც მდებარეობს თავის ტვინის ჰემისფეროების ქვეშ, ღრმად, შუა ხაზის მიმდებარედ. მისი უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონს მელატონინს. მონაწილეობს ძილისა და სიფხიზლის ციკლების რეგულაციაში, ასევე მონაწილეობს  ემოციურ რეაქციებში, გავლენას ახდენს იმუნური და ვეგეტატიური ნერვული სისტემების ფუნქციონალურ მდგომარეობაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა