ჯგუფური ნორმები (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჯგუფური ნორმები (ფსიქოლოგია) – (ლათ. norma  –  ხელმძღვანელი საწყისი, ზუსტი მინიშნება, ნიმუში) წესებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც  გამომუშავებულია თითოეული, რეალურად ფუნქცინირებადი ერთობის მიერ და წარმოადგენს მოცემული ჯგუფის წევრთა ქცევის, მათი ურთიერთდამოკიდებულების ხასიათის, ურთიერთქმედებისა და ურთიერთობის რეგულაციის მნიშვნელოვან საშუალებას. ჯგუფური ნორმები წარმოადგენს სოციალური ნორმების  სპეციფიურ სახესა და გარდატეხის თავისებურ პრიზმას, რომლებიც არეგულირებენ დიდი ჯგუფებისა და მთლიანად, საზოგადოების ცხოველმოქმედებას. ჯგუფში არსებული, მეტ – ნეკლებად განვითარებული, განშტოებული და შედარებით მდგრადი ჯგუფური ნორმების არსებობა, არა მარტო საშუალებას იძლევა შევუფარდოთ მას თითოეული წევრის ქცევა, გამომუშავებული ეტალონით, და ამაზე დაყრდნობით, ამოვირჩიოთ მოცემულ პიროვნებაზე ყველაზე ეფექტურად მოქმედი საშუალება, არამედ საგრძნობლად ამსუბუქებს სოციალური კონტროლის განხორციელებას. ჯგუფური ნორმები ხელს უწყობენ ჯგუფების მდგრადობისა და სტაბილურობის ამაღლებას, რითაც გარკვეული აზრით, კონსერვატორულ როლს ასრულებენ  და არც თუ იშვიათად ბადებენ ჯგუფის რიგიდულობასა და უუნარობას, თავისი ცხოველმოქმედების გარდაქმნაში,  უჩვეულო, მაგალითად, ექსტრემალურ პირობებში. მაგალითად, ჯგუფური ნორმები, მიღებული კორპორაციულ დაჯგუფებებში, მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად არეგლამენტირებს პრაქტიკულად ყველაფერს, ჯგუფის წევრების მოქმედებათა ჩათვლით, ამასთან ბლოკირებას უკეთებს, როგორც ჯგუფური განვითარების, ასევე ასეთი ერთობის უმეტესი წევრების პიროვნული ჩამოყალიბების პროცესებს. კოლექტივში, ჯგუფური ნორმები, რომლებიც საკმაოდ მოქნილია, განსაზღვრავენ მისი წევრების აქტივობის რიგ ვარიანტებს. ჯგუფური ნორმების სისტემის განვითარების ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია ჯგუფის წევრთა საგნობრივ  –  მოქმედებითი და მიზნობრივ  –  საორიენტაციო ერთობის მაღალი მაჩვენებელი, განსაკუთრებით მისი ცხოველმოქმედების ზნეობრივ და საქმიან სფეროებში. ამასთან, ამგვარი შემჭიდროების საფუძველს კოლექტივში წარმოადგენს არა ინდივიდის კონფორმული რეაქცია ჯგუფურ ზეწოლაზე, არამედ თითოეული პიროვნების ჭეშმარიტი კოლექტიური  თვითგამორკვევა, რის გარეშეც არა მარტო შეუძლებელია ინდივიდის წარმატებითი ინტეგრაცია მოცემულ კონკრეტულ ჯგუფში, არამედ საკმაოდ გაძნელებულია მისი ადაპტაცია უფრო ფართო სოციუმში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა