ჰაპლოიდური

ჰაპლოიდური (haploid) – ინდივიდების (უჯრედის) მახასიათებელი, რომელსაც ქრომოსომის ერთი ნაკრები გააჩნია (n). ნორმის პირობებში ჰაპლოიდურია გამეტები, გამეტოფიტები და ჰაპლო-დიპლოიდიისას ზოგიერთი სახეობის მამრები. ჰაპლოიდური შეიძლება იყოს ინდივიდი, რომელიც წარმოიქმნება ინდუცირებული გინოგენეზის შედეგად.

ჰაპლოიდური რიცხვი – მომწიფებულ სასქესო უჯრედებში ქრომოსომთა რაოდენობა, რომელიც დამახასიათებელია მოცემული ბიოლოგიური სახეობისათვის.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.