ჰარისონ – ვონას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰარისონ – ვონას სინდრომი – ქრონიკული, მიელოსკლეროზული ლეიკოპლასტიკური ანემია. ნიშნები:გამოხატულისპლენომეგალია, ზომიერი ჰეპატომეგალია, ნაადრევი ნიშანია ოსტეოსკლეროზი (დასაწყისში ძვლების), სისხლში ლეიკემოიდური სურათი ერითრობლასტოზითა და ანემიით, დასაწყისში არაიშვიათად ერიტროციტოზი, ანიზოციტოზი, პოლიქრომაზია, ზომიერი ლეიკო და თრომბოციტოზი. ძვლის ტვინში: მეგაკარიოციტოზი დამეგაკარიობლასტოზი. ელენთაში, ღვიძლში, თირკმლებსა და სხვა ორგანოებში, ლიმფურ კვნძებში მიელომური მეტაპლაზია. პროგრესირება ნელი. სინონიმი: ვონას დაავადება ანუ სინდრომი, კონას მიელოსკლეროზი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა