ჰიპერგლიკემიური კოეფიციენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპერგლიკემიური კოეფიციენტი – 1. (სინ. ბოდუენის კოეფიციენტი) ნახშირწყლოვანი ცვლის მაჩვენებელი, რომელიც წარმოადგენს შაქრის ერთჯერადი დატვირთვის შემდეგ სისხლში გლუკოზის დონის ნამატის შეფარდებას, უზმოზე სისხლში გლუკოზის დონესთან, გამოსახულს პროცენტერბში. 2. ჰიპერგლიკემიური კოეფიციენტი – (სინ. რაფალსკის კოეფიციენტი) ინსულარული აპარატის აქტიურობის მაჩვენებელი, რომელიც გამოითვლება ჰიპოგლიკემიურ ფაზაში გლუკოზით ერთჯერადი დატვირთვის შემდეგ სისხლში გლუკოზის ყველაზე დაბალი დონის შეფარდებით სისხლში გლუკოზის დონესთან უზმოზე; ჰიპოგლიკემიური კოეფიციენტის ერთზე მეტი მნიშვნელობა მიუთითებს ინსულარულ უკმარისობაზე ან ღვიძლის დაზიანებაზე.

გაფრთხილება!