ჰიპეროსტოზი კორტიკული გენერალიზებული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიპეროსტოზი კორტიკული გენერალიზებული – (hyperostosis corticalis generalisata)  მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კორტიკალური ჰიპეროსტოზით ოსტეოფიტების წარმოქმნით და ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდის შემდეგ ნიკაპის აკრომეგალიური გადიდებით, ლავიწების გასქელებით, სმენისა და მხედველობის დაქვეითებით, ეგზოფთალმით, სახის ნერვის დაზიანებით; გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტურის ტიპით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა