ჰემოგლობინი

ჰემოგლობინი – ერითროციტების შემადგენელი ნაწილი (საღებავი ნივთიერება). შედგება ცილა გლობინისა და ჰემის 4 მოლეკულისაგან. გადააქვს ჟანგბადი ქსოვილებში, მონაწილეობს ნახშირმჟავას ტრანსპორტში. (1)

ჰემოგლობინი (hemoglobin, haemoglobin) – წითელი ფერის, რკინის შემცველი ფერმენტი, რომელიც შექცევადად იერთებს ჟანგბადს და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტს. გააჩნია მრავალ უხერხემლო და თითქმის ყველა ხერხემლიან ცხოველებს. ჰემოგლობინის მოლეკულა წარმოადგენს 4 პოლიპეპტიდური ჯაჭვის მქონე ტეტრამერს, თითოეულ მათგანთან მიერთებულია ჰემი. ცნობილია, ადამიანის ჰემოგლობინის მოლეკულაში 350-ზე მეტი ამინომჟავური ცვლილებები, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით ცვლის ჰემოგლობინის ფუნქციას. როგორც წესი, ჰემოგლობინის მოლეკულაში, ამინომჟავის ცვლილებები, რომელიც მიმართულია მის გარეთ, ნაკლებად ზემოქმედებს მის ფუნქციაზე, ვიდრე მოლეკულის დომენის შიგნით  და ჰემის მიერთების ადგილზე არსებული ცვლილებები. ადამიანში (ასევე ზოგიერთ პრიმატებში, წყვილჩლიქიან ძუძუმწოვრებში და სხვა) დაბადებამდე ჰემოგლობინი წარმოდგენილია განსაკუთრებული ფორმით – ფეტალური ჰემოგლობინით. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.